in

სიტი vs ინტერი: პეპი ტრებლისკენ მიდის, სიმონე სენსაციისთვის – საინტერესო ფაქტები

10 ივნისს სტამბოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს, სადამდეც პეპ გვარდიოლას „სიტი“ (მოლოდინისამებრ) და სიმონე ინძაგის „ინტერი“ (საკმაოდ მოულოდნელად) მივიდნენ.

75% – „სიტის“ მოგების ალბათობა
პოპულარული ანალიტიკური მოდელი FiveThirtyEight ფავორიტად ინგლისურ კლუბს მიიჩნევს.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ძაღლმა დაასახელა – ნახე ვიდეო

ადგილზე არიან! ყვავილებით!

აი მართლა მაგარი ფაქტი: მწვრთნელად გამხდარ ყოფილ თავდამსხმელებს თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ძალიან იშვიათად გაჰყავთ. ასე რომ, სიმონე ინძაგი უნიკალურია. იტალიელამდე ეს მოახერხეს იუპ ჰაინკესმა („ბაიერნი“, 2013) და ალექს ფერგიუსონმა („მანჩესტერი“, 2011).

ფინალის ბურთი

ტრადიციით ბურთის დიზაინში გადაკვეთილია მასპინძელი ქალაქის ისტორია.
ლურჯისა და ნარინჯისფერის კონტურები ევროპასა და აზიას გამოსახავენ – ორ კონტინენტს, რომლებიც სტამბოლში იკვეთებიან.

„სიტი“-„ინტერი“ – ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში 26-ე ფინალური კომბინაციაა.

ეს ამ გუნდების პირველი ოფიციალური შეხვედრაა და თან რა მატჩს დაემთხვა.

ის, რომ გუნდები ერთმანეთს პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდნენ, ასეთი მეორე შემთხვევაა. პირველი… სტამბოლში იყო, 2005 წელს. მაშინ „ლივერპულმა“ „მილანს“ ისეთი მოუწყო…

რადგან ის დაუვიწყარი ფინალი ვახსენეთ, ბარემ ესეც ვთქვათ. ხვალინდელ ფინალურ წყვილში მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომელასც ჩემპიონთა თასი მოგებული აქვს. 2005 წლის „ლივერპულში“ ირიცხებოდა მეკარე სკოტ კარსონი. 37 წლის გოლკიპერი ახლა „სიტის“ ფეხბურთელია. მართალია, მას იმ ფინალში არ უთამაშია, მაგრამ წვლილი მაინც მიუძღვის – ¼ ფინალში „იუვენტუსთან“ კარს (2:1) ის იცავდა.

საინტერესოა, რომ ფინალის დასრულებისთანავე კარსონს სურდა, რომ მედალი „ლივერპულის“ მეორე მეკარისთვის კრის კირკლენდისთვის მიეცა, რომელიც ტრავმირებული იყო და ფინალში სათადარიგოთა სკამზე ამის გამო მოხვდა გუნდის მესამე მეკარე.

კარსონმა „სიტის“ რიგებში 4 სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ძაღლმა დაასახელა – ნახე ვიდეო

შენგელია საუკეთესო იყო: ვირტუსმა ფინალი წაგებით დაიწყო