ევროპაში სეზონი დასრულდა და შეჯამების დრო დადგა. სტატისტიკური პორტალები რას არ ითვლიან და აგერ კიდევ ერთი: ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელები. მათ შორის მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც.
ფეხბურთელები გოლი+პასის შედეგებით გამოარჩიეს.
ხვიჩა სიაში მე-7 ადგილზე აღმოჩნდა.
ქართველმა თავდამსხმელმა 22 ქულა დააგროვა – 12 გოლი და 10 საგოლე პასი.
აღვნიშნოთ, რომ სიაში მხოლოდ ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომელთა ანგარიშზეც ორნიშნა (ანუ 10 და მეტი) რაოდენობის გოლი და პასია.
ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელები:
- ლეო მესი (პსჟ, 31 ქულა, 15+16)
- მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, 30 ქულა, 19+11)
- ანტუან გრიზმანი ( „ატლეტიკო“, 27 ქულა, 14+13)
- რენდალ კოლო-მუანი („აინტრახტი“, 25 ქულა, 14+11)
- ნეიმარი (პსჟ, 24 ქულა, 13+11)
- ბუკაიო საკა („არსენალი“, 24 ქულა, 13+11)
- ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, 22 ქულა, 12+10)
- ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“, 21 ქულა, 11+10)
შეგახსენებთ, კვარაცხელია სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
აქვე ვთქვათ, რომ ხვიჩა ტოპ 5 ლიგის საუკეთესო მეპასეებშიც მოხვდა, ის სერია ა-ში საუკეთესო ასისტენტია.
GIPHY App Key not set. Please check settings