in

ბელინგემი რეალშია: ის ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელია – 100 მილიონზე მეტი პატარა ბიჭში მეოთხე ამბავია

დორტმუნდის „ბორუსიას“ ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი მადრიდის „რეალში“ გადავიდა.

19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მადრიდელებმა 103 მილიონი ევრო გადაიხადეს, კონტრაქტი კი 2029 წლამდე გაფორმდა. გერმანული კლუბი ბონუსებსაც მიიღებს, რქაც ჯამში 115 მლნ-ს მიაღწევს.

გასულ სეზონში ბელინგემმა 42 მატჩი გამართა, 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. უშუალოდ ბუნდესლიგაში კი 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ის უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებს.

ბელინგემი ფეხბურთის ისტორიაში გახდა მეოთხე 20 წლამდე ასაკის მოთამაშე, რომლის შესაძენად 100 მლიონზე მეტი გადაიხადეს.

მანამდე იყვნენ:
ჟოაო ფელიქსი (19 წლის ასაკში) – „ბენფიკადან“ „ატლეტიკოში“ (129 მილიონი ევრო, 2019 წელი).
უსმან დემბელე (19 წლის ასაკში) – დორტმუნდის „ბორუსიადან“ „ბარსელონაში“ (140 მილიონი ევრო, 2017 წელი)
კილიან მბაპე (19 წლის ასაკში) – „მონაკოდან“ პსჟ-ში (180 მილიონი ევრო, 2018 წელი).

ამასთან, ბელინგემი გახდა ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ფეხბურთელი ისტორიაში.
მისი ტრანსფერის ფასმა გადააჭარბა „ასტონ ვილადან“ „სიტიში“ გადასული ჯეკ გრილიშის თანხას (100 მლნ ფუნტი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ახალგაზარდულში თამაში უნდა… მართალი გითხრათ, არ ველოდი: მამუკა ჯუღელი

რას აპირებს თემური: ქეცბაია საქართველოსთან შეხვედრას ელოდება და კვარას მეურვეობაზე ფიქრობს