ხვიჩა კვარაცხელიას აღიარება გრძელდება. მას ლამის ყველა გამოცემა ასახელებს სიმბოლურ ნაკრებებში. ასე გააკეთა ცოტა ხნის წინ Whoscored-მაც, მაგრამ ეს პორტალი უფრო შორს წავიდა და ევროპის ტოპ ლიგების სიმბოლური შეადგინა. ქართველი შემტევი აქაც არ გამორჩენიათ.
ხვიჩას ყველაზე მაღალი შეფასება გამოუვიდა: კვარა კიდევ ერთ სიმბოლურში
სიმბოლური გუნდი 4-4-2 სქემით შეადგინეს, ხვიჩა მარცხენა ფლანგზე დააყენეს, მის წინ კი არც მეტი არც ნაკლები თვით მბაპე და მესი არიან.
ფეხბურთელები გუნდში წლის განმავლობაში საშუალო შეფასებების მიხედვით მოხვდნენ.
მეკარე: ლედესმა („კადისი“).
მცველები: ტრიპიერი („ნიუკასლი“), პავარი („ბაიერნი“), გიროტო („ნანტი“), გერეირო („დორტმუნდი“).
ნახევარმცველები: საკა („არსენალი“), დე ბრუინი („სიტი“), ბელინგემი („დორტმუნდი“) კვარაცხელია („ნაპოლი“).
თავდამსხმელები: მესი (პსჟ), მბაპე (პსჟ).
GIPHY App Key not set. Please check settings