in

აკი გეუბნებოდით ხვიჩას დააკვირდითო: Opta-მა კვარაცხელია წლის სიმბოლურში შეიყვანა

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამხელა წარმატების მერე დიდად გასაკვირი არ არის, ჩვენიანს სეზონის სიმბოლურ გუნდში თუ ვიხილავთ ხოლმე. ქართველი ფეხბურთელი არ დავიწყებია Opta-ს.

საინტერესოა ცნობილი ანალიტიკური ვებგვერდის კომენტარი, რომელმაც თავი შეიქო და აღნიშნა, რომ სეზონის დაწყების წინ კვარაცხელია იმ 50 მოთამაშის სიაში შეიყვანა, რომლებზე დაკვირვებაც ურჩია გულშემატკივრებს.
Opta-მა დაითვალა, რომ ტოპ 5 ჩემპიონატში კვარას ორმაგ დუბლამდე იგივეს გაკეთება შეძლო ბრაზილიელმა დიეგომ „ვერდერში“ თამაშის დროს 2006/07 წლების სეზონში.

Opta-ს მონაცემებით, სერია ა-ში კვარაცხელიაზე (76) მეტი დრიბლინგი მხოლოდ რაფაელ ლეაომ (79) შეასრულა , ხოლო ხვიჩამ ყველაზე მეტი (26) საგოლე შანსი შექმნა.

რაც შეეხება უშუალოდ სიმბოლურ გუნდს, აქ არიან:

მეკარე: პროვედელი („ლაციო“)
მცველები: დი ლორენცო („ნაპოლი“), სმოლინგი („რომა“), კიმი („ნაპოლი“), აუგუსტო („მონცა“)
ნახევარმცველები: ბარელა („ინტერი“), ლობოტკა („ნაპოლი“), მილინკოვიჩ-სავიჩი („ლაციო“)
თავდამსხმელები: მარტინესი („ინტერი“), ოსიმენი („ნაპოლი“), კვარაცხელია („ნაპოლი“)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი („ნაპოლი“)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორდოს ამბის გამოძიება დაიწყო: წაგებას მარტივად ვერ ჩაუთვლიან

ოქროს ბუცი ჰოლანდს