in

ბორდოს ამბის გამოძიება დაიწყო: წაგებას მარტივად ვერ ჩაუთვლიან

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლიგა 2-ის ბოლო ტურის შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. საუბარია „ბორდოსა“ და „როდეზის“ მატჩზე, რომელიც ჩვენს ინტერესში ზურიკო დავითაშვილის გამოა.

თამაში 23-ე წუთზე შეწყდა, როდესაც „როდეზის“ თავდამსხმელმა ლუკას ბუადესმა ანგარიში გახსნა და მას გულშემატკივარი თავს დაესხა.
ქომაგმა ფეხბურთელს ხელი ჰკრა, რის შემდეგაც ბუადესი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. არბიტრმა თამაში შეაჩერა და მატჩის დელეგატთან თათბირის შემდეგ აღარ გააგრძელა.

ამის გამო ფაქტობრივად ნულს უტოლდება „ბორდოს“ შანსი გადავიდეს ლიგა 1-ში. ჟირონდელებს მოგება სჭირდებოდათ, თან სოლიდური სხვაობით.

ისე კი, იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა განახლდება, „ბორდოს“ მეორეადგილოსანი გიორგი მიქაუტაძის „მეცის“ გადასასწრებად და ლიგა 1-ის საგზურის მოსაპოვებლად 5-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდება.

„ბორდომ“ გადათამაშება მოითხოვა, თუმცა არ დააკმაყოფილეს. დიდი ალბათობით, გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვლება.

მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი, თან არც თუ უსაფუძვლო. საქმე ისაა, რომ „როდეზსაც“ სჭირდებოდა მოგება ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. ჰოდა საქმეში ჩაერია „ანსი“, რომელიც ასევე იბრძვის დარჩენისთვის.

თუ „როდეზს“ გამარჯვება ჩაუთვალეს, გავარდნას გადაურჩება, ხოლო „ანსი“დაქვეითდება და პროკურატურაში ჩივილით იმუქრება. მეტიც, ეს კლუბი ირწმუნება, რომ ფეხბურთელს ტვინის შერყევა არ მიუღია და საავადმყოფოშიც არ წაუყვანიათ.

გადაწყვეტილება 12 ივნისის გახდება ცნობილი.

ის გულშემატკივარი კი ნოემბერში სასამართლოს წინაშე წარსდგება და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ან 15 ათასი ევროთი დაჯარიმება ემუქრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე ტიტულიანი წავიდა: მორის ყვითელაშვილმა კარიერა დაასრულა

აკი გეუბნებოდით ხვიჩას დააკვირდითო: Opta-მა კვარაცხელია წლის სიმბოლურში შეიყვანა