საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა ფიგურისტმა, მორის ყვითელაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გაავრცელეს.
მორის ყვითელაშვილმა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში არაერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მას ყველა დონეზე ეკუთვნის ქართული რეკორდები მამაკაცთა შორის:
მესამე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე;
მეოთხე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე;
მსოფლიო გრან-პრის ეტაპზე გამარჯვება;
მედლები მსოფლიო გრან-პრის რამდენიმე ეტაპზე;
მეექვსე ადგილი ოლიმპიური თამაშების გუნდურ ჩემპიონატზე;
მეათე ადგილი ოლიმპიურ თამაშებზე;
მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი…
მორის ყვითელაშვილი 2022 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციის მედროშე იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings