მშვენიერი ამბავი თბილისურ გუნდში „პაიდესთან“ გასამართ საპასუხო მატჩამდე. საქართველოს ნაკრებისა და აწ უკვე ბელგიური „კორტრაიკის“ 26 წლის ცენტრალური მცველი, ჯიმი ტაბიძე თბილისის „დინამოში“ 1 წლიანი იჯარით ითამაშებს.
ტაბიძემ კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო და ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. იყო პერიოდი, როცა ჯიმი „ლივერპულმა“ მიიწვია ტრენინგზე.
ამის შედმეგ რუსეთის ჩემპიონატში გადავიდა და წლების განმავლობაში სათამაშო პრაქტიკას იღებდა. მისი ფასი ტრანსფერმარკეტზე 1.8 მილიონი ევროა.
აქვე, „დინამო“ საიმონ ბენიოს ემშვიდობება. 29 წლის ცენტრალურ მცველს კონტრაქტი ივლისის ბოლოს ეწურება და დედაქალაქური გუნდი მას გაუშვებს. სათქმელია, რომ ესტონელთა პიველი გოლი, ბენიოს ძალიან უხეშ შეცდომას მოჰყვა.
GIPHY App Key not set. Please check settings