ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ დაემშვიდობა.
„ახლა წასვლა – ეს სიყვარულის ნამდვილი გამოხატვაა. ყველაფერი გავიღე, რაც გამაჩნდა. მე არ მაქვს მეტი ძალა გავაგრძელო საყვარელი საქმე.
მე მომწონს იმაზე ფიქრიც კი, რომ შემიძლია 10 წლის შემდეგაც დავბრუნდე ნეაპოლში და ბევრ ადამიანს დავუმეგობრდე“, – განაცხადა ჩემპიონმა მწვრთნელმა.
სპალეტიმ „ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტომდე მიიყვანა და კლუბის პრეზიდენტთან უთანხმოების გამო წასვლა გადაწყვიტა.
ლუჩანო სერია ა-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
GIPHY App Key not set. Please check settings