გიორგი მიქაუტაძის წარმატებული სეზონის შემდეგ სულ სხვანაირად შეხედეს. ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ახალგაზრდა ფორვარდი დიდი ხანია პრემიერლიგაში დაბრუნებულ „ბარნლის“ სურს, თუმცა ბოლო ინფორმაციით ჩვენიანით ფრანგული და გერმანული კლუბებიც დაინტერესდნენ. მათ შორის ახსენეს ფეხბურთელის გამზრდელი „ლიონი“. აი „ბარნლი“ კი კიდევ უფრო გააქტიურდა. ოღონდ საქმეც გაურთულდა: მას თანამემამულე კონკურენტი გამოუჩნდა – „ვულვერჰემპტონი“.
მიქაუტაძე ფრანგულ კლუბებსაც მოუნდ(ებ)ათ, გერმანულებსაც
ამდენი მთხოვნელი ავტომატურად ნიშნავს, რომ ფეხბურთელს ფასი ემატება, „მეცის“ გაზრდილი, 20-მილიონიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კი „ბარნლი“ მზადაა.
ადგილობრიოვი პრესა წერს, რომ „მეცი“ ქართველ თავდამსხმელს სარეკორდო თანხად გაასხვისებს და ეს მიუხედავად იმისა „მეცი“ დაბრუნდება თუ არა ლიგა 1-ში.
GIPHY App Key not set. Please check settings