ბევრი არაფერი დარჩა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებულად ელის, რადგან ტურნირი ჩვენს ქვეყანაში ტარდება (რუმინეთთან ერთად) და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ხალხი იმედიანად არის. ეს მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი ჯგუფი შეგვხდა. მიჯრით ეთამაშო პორტუგალიას, ბელგიას, ნიდერლანდებს მარტივი არავისთვის არ არის.
ბევრ ქვეყანას (მათ შორის ჩვენც) ჰყავს ახალგაზრდა ვარსკვლავები , რომლებიც უკვე თამაშობენ უმაღლეს დონეზე და ასეთ დროს საინტერესოა ისინი თუ ითამაშებენ ახალგაზრდულ ნაკრებებში. ეს საკითხი ახლა ყველაზე მეტად ჩვენს ნაკრებს აღელვებს. შემადგენლობების დასახელებებისას ყველაფერი გაირკვევა, უფრო სწორედ უკვე დაიწყო. საკუთარი არჩევანი გააკეთა და შემადგენლობა ჩამოწერა ნიდერლანდენის ნაკრების მწვრთნელმა.
ერვინ ვან დე ლოიმ დაასახელა 23-კაციანი სია, რომლითაც საქართველოში ჩამოვა.
მეკარეები: ბარტ ვერბრუგენი (ანდერლეხტი), კიელ შხერპენი (ბრაიტონი), იასპერ სხენდელაარი (ზვოლე).
მცველები: სეპ ვან დენ ბერგი (ლივერპული), იან მაატსენი (ჩელსი), იან პოლ ვან ჰეკე (ბრაიტონი), მილან ვან ევეიკი (ჰეერენვეენი), კვილინდსი ჰარტმანი (ფეიენოორდი), დევაინ რენჩი (აიაქსი), მიკი ვან დე ვენი (ვოლფსბურგი).
ნახევარმცველები: რაიან გრავენბერხი (ბაიერნი), ლიუდოვიტ რეისი (ჰამბურგი), კენეტ ტეილორი (აიაქსი), ვაუტერ ბიურგერი (ბაზელი), იურგენ ეკელენკამპი (ანტვერპენი), სვენ მეინანსი (ალკმაარი), მილიონი მანჰოფი (ვიტესი), კვინტენ ტიმბერი (ფეიენოორდი).
თავდამსხმელები: ბრაიან ბრობი (აიაქსი), ტეის დალინგა (ტულუზი), კრისენსიო სამერვილი (ლიდსი), ელაის ტავშანი (ბრედა), ჯოშუა ზირკზე (ბოლონია).
ყველაზე ცნობილი გვარი ალბათ გრავენბერხია, მაგრამ კლუბებს თუ გადავხედავთ, ძალიან მრისხანე მეტოქე გამოდის.
საქართველოს ნიდერლანდებთან თამაში ჯგუფის ბოლო ტურში უწევს, 27 ივნისს.
ევრო 2023-ს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ფინალი ბათუმშია.
GIPHY App Key not set. Please check settings