in

კრემონეზემ რომიდან კინაღამ ქულა წამოიღო, ლოჩოშვილი ძირითადში იყო

სერია A-ს ბოლოსწინა, 37-ე ტურში, უკვე გავარდნილი „კრემონეზე“ რომში ჩავიდა და მეორეადგილოსან „ლაციოს “ კინაღამ ქულები წაართვა. მასპინძლებმა გამარჯვება ბოლოსკენ გამოგლიჯეს – 3:2.

ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველი მცველის შეფასება ასეთი გახლავთ: Flashscore.com – 6.0, Sofascore.com – 6.3, Whoscored.com – 6.0.

ბოლო ტურში, 4 ივნისს, „კრემონეზე“ „სალერნიტანას“ მიიღებს.

ლაციო – კრემონეზე 3:2
გოლები: 1:0 ჰიუსაი (4), 2:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (37), 2:1 გალდამესი (54), 2:2 ლაძარი (58, საკ. კარში), 3:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (89)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თსუ საქართველოს ჩემპიონია

ვალენსია შარს გადაურჩა: როგორ ითამაშა მამარდამ