in

ევროპის ჩემპიონატის თასი რუსთაველზე გამოფინეს

26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სივრცე მოეწყო.

სივრცეში წარმოდგენილი იყო საქართველოში გასამართი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელმაც თბილისამდე ბათუმსა და ქუთაისსში იმოგზაურა. მსურველებს ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოსთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება შეეძლოთ.

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, დაესწრო და ბავშვებთან ერთად საფეხბურთო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.

რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე, ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრები და ვეტერანი ფეხბურთელები.

ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილი ესწრებოდა.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიურპრიზი 11 ათას მეტრზე: შერმადინი ესპანეთის საუკეთესო მოთამაშეა – ვიდეო

ვითარება შეიცვალა: მიქაუტაძის მეცი მეორეზე გადავიდა – გიორგიმ ვერ გაიტანა, მაგრამ მაინც კარგი იყო