in

ვითარება შეიცვალა: მიქაუტაძის მეცი მეორეზე გადავიდა – გიორგიმ ვერ გაიტანა, მაგრამ მაინც კარგი იყო

ლიგა 2-ში ბოლო ტურის წინ ვითარება მოულოდნელად 180 გრადუსით შემოტრიალდა და ის ახლა გიორგი მიქაუტაძის „მეცის“ სასარგებლოდაა.

37-ე ტურში „მეცი“ „სოშოს“ ესტუმრა, 1:0 მოუგო და კონკურენტის წაფორხილების გამო ლიგა 1-ში გადასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

პირველ ტაიმში უპირატესობას „მეცი“ ფლობდა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა. მეტოქეს ორჯერ მიქაუტაძეც დაემუქრა, მაგრამ „სოშოს“ მეკარეს ვერ აჯობა.

სტუმრებმა ერთადერთი გოლი მეორე ნახევრის სტარტზევე გაიტანეს, 49-ე წუთზე სწრაფი შეტევა სენეგალელმა საბალიმ დაასრულა.
მიქაუტაძეს კიდევ ერთხელ გატანა მატჩის მიწურულს შეეძლო, მაგრამ მეკარემ კვლავ შესანიშნავად ითამაშა. გიორგი 90+2-ე წუთზე შეცვალეს.

ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 7 მატჩში, როცა მიქაუტაძემ ვერც თავად გაიტანა და ვერც თანაგუნდელებს გაატანინა, თუმცა ჩვენიანის შეფასება მაინც საკმაოდ კარგია – 7,1.

ლიგა 2-ში, ერთი ტურით ადრე, ლიდერი „ლე ავრია“ 72 ქულით. მეორე ადგილზე გადავიდა „მეცი“ 69 ქულით, ამდენივე აქვს ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ (69), თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით წინ „მეცია“.ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა – 3:0, 0:2.

ბოლო შეხვედრას „მეცი“ 2 ივნისს შინ, მე-4 ადგილე მყოფ „ბასტიასთან“ გამართავს.

სოშო – მეცი 0:1
გოლი: საბალი (49)
გაძევება: ალვერო (62, სოშო)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპის ჩემპიონატის თასი რუსთაველზე გამოფინეს

დავითაშვილის ბორდომ წააგო და მეორე ადგილს დაემშვიდობა: დარჩა თუ არა შანსი