in

ნაპოლის პრეზიდენტმა რომის პაპს საჩუქრები მიართვა: ხვიჩას ავტოგრაფიანი ბურთიც

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა და საჩუქრები გადასცა.

შეხვედრა ფრანცისკესთან ვატიკანში, პაპ ავგუსტინიანეს სახელობის ინსტიტუტში გაიმართა. „ნაპოლის“ პრეზიდენტმა პაპს გუნდის 10-ნომრიანი მაისური წარწერით – „პაპი ფრანცისკე“ აჩუქა. ასევე უსახსოვრა დიეგო არმანდო მარადონას ოქროს ფეხის გამოსახულება.

„ნაპოლის“ პრეზიდენტთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა ჯოვანი სიმეონე, რომელიც რომის პაპის თანამემამულეა.
სიმეონემ რომის პაპს ბურთი გადასცა, რომელსაც ხელი მოაწერეს „ნაპოლის“ მოთამაშეებმა.

დე ლაურენტისმა პაპ ფრანცისკეს შესთავაზა „სტადიო მარადონაზე“ ამხანაგური მატჩის გამართვა „ნაპოლისა“ და „სან ლორენცოს“ შორის, რომელსაც რომის პაპი ბავშვობიდან გულშემატკივრობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახლა უფრო ლუის ენრიკეო… ნაპოლის ამბები

სიურპრიზი 11 ათას მეტრზე: შერმადინი ესპანეთის საუკეთესო მოთამაშეა – ვიდეო