in

ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის ასისტენტებში ყოფილა

ქართველების „სლოვანი“ კონფერენს ლიგას 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, სადაც შვეიცარიის „ბაზელთან“ დრამატულად წააგო. სლოვაკები შინ პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მეორეში ორი გაუშვეს, თანაც მეორე 90+3 წუთზე და საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც ასევე ვერ ივარგეს და 1:4 დათმეს.
რატომ გავიხსენეთ ეს ამბავი და უეფამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირებისა და ასისტენტების სია გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეც აქაა. ქართველი ფეხბურთელი მეორე-მეშვიდე ადგილებს იყოფს. ამასთან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, ფინალში გასული „ფიორენტინას“ ბირაგის აქვს მისი გადასწრების შანსი

2022/23 წლების სეზონის კონფერენს ლიგის საუკეთესო ასისტენტები:

5 კრისტიან კუამე („ფიორენტინა“)
4 გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“)
4 კრიშტიანო ბირაგი („ფიორენტინა“)
4 მაგნუს ერიქსონი („იურგარდენი“)
4 მიქაელ იშჩაკი („ლეხი“)
4 იესპერ კარლსონი („ალკმაარი“)
4 მაიკლ ლენგი („ბაზელი“)
4 დარიან მალეში („ბაზელი“)

ტურნირს ბომბარდირები არიან არტურ კაბრალი („ფიორენტინა“) და ზეკი ამდუნი („ბაზელი“) 7-7 გოლით, ხოლო გოლი+პასით ყველას „ლეხის“ მიხალ იშჩაკი ჯობნის (5 გოლი+4 ასისტი).

კონფერენს ლიგის ფინალი 7 ივნისს პრაღაში გაიმართება და ერთმანეთს „ფიორენტინა“ და „ვესტ ჰემი“ შეხვდებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აზაროვმა სერბეთის თასიც მოიგო: დუბლი პირველ წელს

ახლა უფრო ლუის ენრიკეო… ნაპოლის ამბები