in

მოვიდა დრო… ტოჩინოშინი ყველას მადლობას უხდის

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მაისის ბაშოს შემდეგ კარიერა ოფიციალურად დაასრულა. მან გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

“მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და ამდენი წლის მანძილზე გულშემატკივრობისთვის. თქვენი გვერდში დგომა ყოველთვის მაძლევდა ძალას, რომ მებრძოლა თავდაუზოგავად, მაგრამ მოვიდა ის დრო, რომელიც ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში დგება და დავასრულე მრავალწლიანი კარიერა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის და მომავალ ცხოვრებაში კეთილი სურვილებისთვის“, – წერს ტოჩინოშინი.

ტოჩინოშინი პროფესიონალური სუმოს ისტორიაში მესამე ევროპელი ოძეკი იყო!
მას, კარიერაში 102 პროფესიონალური ტურნირის განმავლობაში, ერთი იმპერატორის თასი, 4 ვიცე ჩემპიონობა, სამი ტექნიკური ორთაბრძოლების ჯილდო, 4 ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი, 6 მებრძოლი სულის ტიტული და 2 ოქროს ვარსკვლავი (მაეგაშირას რანგში იოკოძუნას დამარცხებისთვის) აქვს მოპოვებული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს უკვე სულ სხვა საქმეა: მიქაუტაძეს მილანი ყიდულობს – გიორგის მალდინი ესაუბრა

აზაროვმა სერბეთის თასიც მოიგო: დუბლი პირველ წელს