იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. სეზონის წინ, სერია ა-ს დაწყებამდე იტალიელმა ჟურნალისტებმა პროგნოზი გააკეთეს, თუ როგორი იქნებოდა პირველი ოთხეული.
არავის დაუყენებია პირველ ადგილზე „ნაპოლი“. მხოლოდ ერთმა შეიყვანა ოთხეულში.
უცნაურია ასევე, რომ არავის სჯეროდა მაურიციო სარის „ლაციოსი“. სამაგიეროდ 13 კაცმა შეიყვანა ევროზონაში მოურინიოს „რომა“, ხოლო ერთმა საერთოდ სკუდეტო მისცა.
ერთადერთი კაცი, რომელმაც ოთხეულში „ნაპოლი“ შეიყვანა და ამასთან არ ახსენა „იუვენტუსი“, დარიო რიჩი გახლავთ Radio 24-დან.
6-ს სჯეროდა, რომ “მილანი“ ტიტულს დაიცავდა.
მაგრამ მივიდა ხვიჩა და მთელი პროგნოზი თავდაყირა დააყენა.
GIPHY App Key not set. Please check settings