„ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების ბოლო მატჩი ითამაშა და „სარაგოსა“ საკმაოდ მარტივად დაამარცხა – 92:69.
როგორც ხდება ხოლმე, გამარჯვებაში თავისი არც თუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა. ქართველმა 24 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელებად სწორედ შერმადინი და ბრაზილიელი უერტასი (16 ქულა) დაასახელეს.
„ტენერიფემ“ რეგულარული ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა (24 მოგება, 10 წაგება). ასეთივე შედეგი აქვს მალაგის „უნიკახასაც“, მაგრამ ურთიერთშეხვედრების გამო წინ „ტენერიფე“ აღმოჩნდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალში შერმადინის გუნდი სწორედ მალაგელებს შეხვდება, ხოლო თუ გადამწყვეტი მატჩი გახდა საჭირო, „ტენერიფე“ შინ ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings