მადრიდის „რეალთან“ გიორგი მამარდაშვილის საუცხოო სეივების გამო სულაც არ არის გასაკვირი, რომ ქართველი მეკარე ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. გაგახსენებთ, ლა ლიგამ ჩვენიანი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.
ტოტენჰემი მამარდაშვილზე ისევ ფიქრობს: მოლაპარაკება შესაძლებელია
ამას გარდა, მამარდა Sofascore-მა და Whoscored-მაც გამოარჩიეს. პირველმა ქართველს 8,2 ქულა დაუწერა, ხოლო მეორემ – 7,7 ქულა. ის ორივემ შეიყვანა ტურის თერთმეტეულში.
გიორგი ესპანურმა პრესამაც აქო. ის მატჩის MVP-ად აღიარეს, ხოლო „მარკამ“ დაწერა, რომ „ვალენსია“ ლა ლიგაში მამარდაშვილმა დატოვა.
მამარდამ ვალენსია ლიგაში დატოვა: ქართველი მეკარე ყველასთვის საუკეთესოა
GIPHY App Key not set. Please check settings