საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის „როლან გაროსის“ საკვალიფიკაციო ბადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ბასილაშვილმა 21 წლის იტალიელ ჯულიო ძეპიერისთან (129) ორ სეტში წააგო – 4:6 1:6.
ბასილაშვილმა ზედიზედ მერვე შეხვედრა დათმო. 31 წლის ქართველი ჩოგბურთელი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ბოლო რეიტინგში 217-ე საფეხურზეა.
ცოტა ხნის წინ ნიკამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იდაყვის ტრავმის გამო ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings