სალვადორში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა სტადიონზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად.
ინციდენტი ცენტრალური ამერიკის ქვეყნის დედაქალაქ სან-სალვადორში მოხდა „ალიანსისა“ და „ფას“-ის მატჩის დროს.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც გულშემატკივრების დიდი რაოდენობა შეეცადა ტრიბუნებზე შეღწევას, არადა კარი დაკეტილი იყო. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ზოგიერთ გულშემატკივარს ყალბი ბილეთები მიჰყიდეს. მათი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.
მატჩი ბუნებრივია შეწყდა, ასევე გადაიდო ტურის სხვა თამაშები.
ოფიციალური მონაცემებით, ჭყლეტაში 12 ადამიანი დაიღუპა. სალვადორის სამოქალაქო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა აცნობა, რომ დაახლოებით 500 ადამიანს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ბევრი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯანდაცვის მინისტრის, ფრანსისკო ალაბის თქმით, დაშავებულთა უმრავლესობა სტაბილურ მდგომარეობაშია.
სალვადორის პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე აცხადებს, რომ გამოიძიებას დაექვემდებარება ყველა, გუნდების ჩათვლით, მათი მენეჯერები, სტადიონის ხელმძღვანელობა, ლიგა და ფეხბურთის ფედერაცია.
„ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, დაუსჯელი არ დარჩება“, – განაცხადა ბუკელემ.
GIPHY App Key not set. Please check settings