წლევანდელი ევროპული ტურნირების პლეი-ოფები დასრულდა და ყველგან გარკვეულია ფინალისტები.
რანგით მესამე, კონფერენს ლიგის ფინალში ერთმანეთს იტალიური „ფიორენტინა“ და ინგლისური „ვესტ ჰემი“ დაუპირისპირდებიან.
ინგლისში მოგებული პირველი შეხვედრის შემდეგ (2:1) „ვესტ ჰემმა“ „ალკმაარის“ დამარცხება მეორე მატჩშიც მოახერხა – 1:0.
დაძაბული იყო მეორე შეხვედრა. „ბაზელმა“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა. იტალიაში პირველი თამაში „ბაზელს“ 2:1 ჰქონდა მოგებული. ახლა კი ფლორენციელებმა მოიგეს 2:1. სტუმრებმა დამატებითი დროის დამატებულ წუთებზე გადამწყვეტი გაიტანეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
კონფერენს ლიგის ფინალი 7 ივნისს პრაღაში ჩატარდება.
ალკმაარი – ვესტ ჰემი 0:1 (1:3)
გოლი: ფორნალსი (90+4)
ბაზელი – ფიორენტინა 1:3 (3:4)
გოლები: გონსალესი (35, 72), ამდუნი (55), ბარაკი (120+10)
„ფიორენტინა“ მეხუთედ გავიდა უეფას საკლუბო ტურნირების ფინალში, პირველად 1989/90 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ უეფას თასზე „იუვენტუსს“ შეხვდა.
ნიკოლას გონსალესი „ფიორენტინას“ ისტორიაში მეორე ფეხბურთელია შვედი კურტ ჰამრინის შემდეგ, ვინც ევროტურნირების ნახევარფინალში დუბლი შეასრულა.
„ვესტ ჰემი“ მესამედ გავიდა ევროტურნირების ფინალში 1964/65 (თასების თასი მოიგო) და 1975/76 წლების (თასების თასის ფინალი) სეზონების შემდეგ.
GIPHY App Key not set. Please check settings