in

ფინალშია ის, ვინც ფინალი იცის: ევროპალიგა

ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები დაძბული და საინტერესო გამოდგა და ფინალში ისინი გავიდნენ, რომლებმაც ეს საქმე იციან.

„სევილიამ“ დამატებით დროში მოუგო „იუვენტუსს“ 2:1. პირველი შეხვედრა ტურინში 1:1 დასრულდა.

„რომამ“ კი სტუმრად ლევერკუზენში „ბაიერთან“ კარი მშრალად შეინახა და საშინაო 1:0-ის შემდეგ ფინალში 0:0-ით გავიდა.

ფინალი 31 მაისს ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.

ბაიერი – რომა 0:0

სევილია – იუვენტუსი 2:1 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (65), 1:1 სუსო (71), 2:1 ლამელა (95)
გაძევება: აკუნია (115, სევილია)

„სევილია“ ბოლო 18 წელიწადში მეშვიდედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში. წინა ექვსი მოიგო.

მოურინიო ევროტურნირების ფინალში მეექვსედ გავიდა. მის გუნდებს არასოდეს წაუგიათ.

წაუგებელი გუნდი წაუგებელი მწვრთნელის წინააღმდეგ – ვინ აჯობებს?

3 იტალიური კლუბი ითამაშებს 2022/23 წლების სეზონის ევროტურნირების სამ ფინალში. ეს არის პირველი შემთხვევა 1997/98 წლების სეზონის შემდეგ.

„რომა“ ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროტურნირის ფინალში. გუნდმა შარშან კონფერეს ლიგა მოიგო. „რომა“ ისტორიაში სულ ორჯერ ყოფილა ფინალში – 1983/84-ში ჩემპიონთა თასზე, 1990/91 – უეფას თასზე.

„სევილია“-„იუვენტუსის“ მატჩში სამივე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს, ხოლო სევილიელმა ერიკ ლამელამ პლუს საგოლე პასიც შეასრულა.

დუშან ვლაჰოვიჩის მიერ შეცვლაზე შესვლიდან 58 წამში გატანილი ბურთი ყველაზე სწრაფი გოლია, რომელიც კი „იუვენტუსის“ სათადარიგო მოთამაშეს გაუტანია ევროპალიგის ამ ფორმატში (2009/10-დან) და ჩემპიონთა ლიგაზე (2003/04-დან).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკეთესები გავიდნენ: ფიორენტინამ და ვესტ ჰემმა ფინალში გასვლა გაიხსნეს – კონფერენს ლიგა

მარადონას მემკვიდრეობა ჩაიბარა და ნეაპოლელთა გულებში ადგილი მოიპოვა