ევროპული სეზონი დასასრულს უახლოვდება და ახლა სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება, ქართველი ქომაგის ყურადღება და ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე იქნება მომართული. შესაძლოა კვარა ნეაპოლში დარჩეს, მაგრამ უეჭველია, რომ ათასგვარი ჭორები თუ ინფორმაცია მაინც გავრცელდება. მეტიც, ეს ამბები უკვე დაწყებულია. გრძელდება კიდეც.
არასასურველ ვითარებაში ჩავარდნილი „ჩელსი“ სიახლეებზე ფიქრობს და დაიწერა, რომ ლონდონური კლუბი „ნაპოლის“ ორი წამყვანი მოთამაშის ხვიჩა კვარაცხელიასა და სტანისლავ ლობოტკას შეძენას შეეცდება.
ინგლისური კლუბის წარმომადგენლები ქართველისა და სლოვაკის თაობაზე იტალიელებს უკვე დაუკავშირდნენ.
ამ ეტაპზე „ნაპოლი“ კვარაცხელიასა და ლობოტკას გაყიდვის წინააღმდეგია, მაგრამ…
თანაც ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო რამბაუდიმ ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა. მთავარი მწვრთნელმა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს 4 ფეხბურთელის შენარჩუნება სთხოვა. ამ სიაში კი ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია. ლუჩანომ დე ლაურენტისს ოსიმენის, კიმის, ლობოტკასა და დი ლორენცოს შენარჩუნება მოსთხოვა.
ამასთან, კლუბის ხელმძღვანელებმა ახალ კონტრაქტებზე სამ ფეხბურთელს უარი სტკიცეს – მარიო რუის, პიოტრ ზელინსკისა და მატეო პოლიტანოს.
GIPHY App Key not set. Please check settings