სლოვაკეთის ახალგაჩემპიონებული გიორგი ჩაკვეტაძის საკითხი გასარკვევია. „სლოვანის“ ორმა ჩვენიანმა – გურამ კაშიამ და კაბა კანკავამ კლუბთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს, ხოლო „გენტის“ საკუთრება სად გააგრძელებს თამაშს ჯერ უცნობია. დაიწერა ორი გუნდის ინტერესზე. ერთი ვენის „რაპიდია“ და ახლა ირკვევა, რომ ავსტრიული კლუბი ქართველის მიმართ ინტერესს ადასტურებს.
სპორტულმა დირექტორმა, მარკუს კაცერმა აღნიშნა, რომ კლუბს ჩაკვეტაძეზე ხანგრძლივი მოლაპარაკებები ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩაკვეტაძე ვენაში იმყოფებოდა კიდეც.
თავის მხრივ, „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა თქვა, რომ ჩაკვეტაძეს ბრატისლავურ გუნდში დარჩენა სურს.
„გენტის“ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ამჟამად იჯარით ბრატისლავას „სლოვანში“ თამაშობს. მისი სატრანსფერო ღირებულება 2.2 მილიონი ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings