in

TOP 14: ბექა საღინაძის ლელო და ტურის სიმბოლური

გუშინ, საფრანგეთის Top 14-ში რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა (25-ე ტური) შეხვედრები გაიმართა. “სტად ფრანსემ” “ლიონი” მიიღო და საოცარი ქამბექის მომსწრენი გავხდით.

პირველი ტაიმის შემდეგ, პარიზული გუნდი 208:0-ს იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ლიონელებმა შეძლეს მატჩში გარდატეხის შეტანა და შეხვედრა 31:31 დასრულდა. მატჩის 62-ე წუთზე “ლიონის” რიგებში ლელო ბექა საღინაძემ დაამიწა. “ლიონის” მძლავრი მოლი პარიზელებმა ჩააქციეს, მაგრამ საღინაძემ ბურთი აიტაცა და ქართველი ფლანკერის შეჩერება ვეღარ მოახერხეს.

“სტად ფრანსეს” შემადგენლობაში ცვლილებიდან ჩაერთვნენ თამაშში ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე.

ბექა საღინაძის შესანიშნავი თამაში ავტორიტეტულ Midi Olympic-ს შეუმჩნეველი არ დარჩენია და იგი ტურის სიმბოლურში შეიყვანა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

NBA-მა რეგულარული სიმბოლურები შეადგინა

სპალეტიმ ხვიჩას ზეციური მოთამაშე უწოდა, მაგრამ…