სერია ა-ს 35-ე ტურში „კრემონეზე“ სტუმრად „იუვენტუსთან“ 0:2 დამარცხდა.
ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ჩვენიანი 70-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმრები დაცვაში ჩადგნენ და პირველი ტაიმი გაუძლეს. შესვენების შემდეგ კი ფაჯოლიმ „იუვენტუსი“ წინ გაიყვანა. ტურინელები დარჩენილ დროშიც ბევრს უტევდნენ და ბრემერმა მეორეც შეაგდო.
იუვენტუსი – კრემონეზე 2:0
გოლები: 1:0 ფაჯოლი (55), 2:0 ბრემერი (79)
„კრემონეზე“ 24 ქულით მე-19 ადგილზეა.
საქმე ისაა, რომ „კრემონეზეს“ ბოლო სამი მატჩი არ წაუგია, წინა ტურში უშუალო კონკურენტ „სპეციას“ აჯობა და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა. ამიტომ გაჩნდა იმედიც და შანსიც. თუმცა კრემონელებს არ გაუმართლათ – „სპეციამ“, რომელსაც ბოლო სამი თაამაში წაგებული ჰქონდა., ადგა და ოთხეულში მოსახვედრად მებრძოლ „მილანს“ მოუგო.
ახლა სამი ტურით ადრე „კრემონეზე“ უკვე 8 ქულით ჩამორჩება „ლეჩეს“ (მე-16 ადგილი, 32 ქულა), ხოლო 6-6 ქულით – „სპეციას“ (მე-17 ადგილი, 30 ქულა) და „ვერონას“ (მე-18 ადგილი, 30 ქულა).
მომდევნო ტურში, 20 მაისს „კრემონეზე“ „ბოლონიას“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings