არგენტინის სუპერკლასიკოში „რივერ პლეიტმა“ 1:0 დაამარცხა „ბოკა ხუნიორსი“.
გადამწყვეტი გოლი პენალტიდან მიგელ ბორხამ გაიტანა – ეს კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე მოხდა.
შემდეგ ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.
ყველაფერი დაიწყო „ბოკას“ მეკარის სერხიო რომეროსა და „რივერის“ ნახევარმცველის აგუსტინო პალავესინოს კონფლიქტით. „მანჩესტერის“ ყოფილი მეკარე ამტკიცებდა, რომ პენალტის შემდეგ მეტოქე მის პროვოცირებას ცდილობდა. რომეროს თანაგუნდელები გამოექომაგნენ და წავიდა…
მასობრივი შეხლა-შემოხლის შეჩერებას რამდენიმე წუთი უშედეგოდ ცდილობდნენ. როდესაც ყველაფერი ჩაცხრა, მსაჯმა 6 წითელი ბარათი აჩვენა, ორი „რივერის“ სათადარიგოებს შეხვდათ. მეშვიდე გაგდებული „ბოკას“ მწვრთნელი ხორხე ალმირონი აღმოჩნდა.
მსაჯმა საფინალოდ 90+20 წუთზე ჩასტვინა.
GIPHY App Key not set. Please check settings