in

ნაპოლის ფეხბურთელები არ ჩააცვეს: ჩემპიონს ახალი ფორმით თამაშზე უარი უთხრეს

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა და გუნდმა საშინაო არენაზე უკვე იზეიმა. ცერემონიის დროს ფეხბურთელებმა ახალი, ორიგინალური და სპეციალურად დამზადებული ფორმა მოირგეს. მაისურებზე თავად ფეხბურთელები არიან გამოსახული.

გუნდმა მოინდომა, რომ ეს პერსონალური ფორმები ოფიციალურ მატჩებშიც ჩაიცვან, თუმცა სერია A-ს ხელმძღავნელობამ „ნაპოლის“ სურვილს წითელი აუნთო – თამაშის დროს გუნდის ყველა ფეხბურთელს ერთნაირი მაისური უნდა ემოსოს.

თუმცა ახალი დიზაინის მაისურების გაყიდვა გაგრძელდება. ამასთან, ფეხბურთელებს უფლება ექნებათ ამ ფორმით ივარჯიშონ და შეხვედრებისას მოთელვაზე გავიდნენ.

ეს მაისურები EA7-თან თანამშრომლობით შეიქმნა და Face Game ჰქვია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დახოცეს ერთმანეთი: ჩხუბი, 7 წითელი და გადამწყვეტი პენალტი 90+3 წუთზე – ბოკამ და რივერმა ისევ იჩხუბეს

ხვიჩა მერვეზე ჩავიდა: ოქროს ბურთის ნომინანტების განახლებული რეიტინგი