ლეო მესი პსჟ-მ საქმეს ჩამოაშორა. მიზეზი თავნებურად საუდის არაბეთში წასვლაა.
ვარჯიშის ნაცვლად ფეხბურთელმა ცოლ-შვილს ხელი მოჰკიდა და საუდის არაბეთში გაფრინდა. იქ ელოდნენ.
ამის გამო მესის ორი კვირის ხელფასს მოაჭრიან. თუმცა ამას ალბათ აუნაზღაურებს საუდის არაბეთის სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო. ლეო ხომ წლიურად 25 მლნ დოლარს იღებს საუდელების ტურისტულ ელჩობაში.
ერ-რიადში მესი ცოლთან ერთად ისტორიულ ძეგლებთან პოზირებდა.
შვილებთან ერთად ადგილობრივ ზოოპარკში მივიდა.
საჯინობოშიც.
გაეცნო მიმინოთი ნადირობის წესებს.
ბავშვებთან ერთად წაითამაშა სათამაშო ავტომატებით.
ფოტოების მიხედვით ეს მოგზაურობა შედგა.
GIPHY App Key not set. Please check settings