in

შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული და მოგება ჟირონასთან – ვიდეო

გიორგი შერმადინი, რომელიც ესპანეთი ლიგის ერთგზის MVP-ია და ახლაც ამ ტიტულისთვის იბრძვის, ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩის MVP გახდა. მისი გუნდი, ლენოვო ტენერიფე ჟირონას ესტუმრა და 16 ქულით დაამარცხა – 88:72.

გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა – 27. მისი სრული სტატისტიკა კი ასეთია: 23 წუთი, 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი.

9 პასით დაეხმარა „ტენერიფესა“ და შერმადინს უერტასი, 14 ქულა ჰქონდა ლიეტუველ აბრომაიტისს.

23 მოგებითა და 9 მარცხით „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. უახლოეს მატჩს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 12 მაისს ისრაელის „ჰაპოელთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: რას აკეთებდა მესი არაბეთში სკანდალური მოგზაურობისას

მიქაუტაძე შეუჩერებელია: გიორგიმ დუბლი შეასრულა და მეცს მოაგებინა