in

vamos რაფა- ნადალმა საკუთარ თავს აჯობა!

ესპანელი ჩოგბურთელი უკვე ნახევარფინალშია. მან ურთულეს ბრძოლაში შეძლო ამერიკელი მე-11 ნომრის, ტეილორ ფრიცის დამარცხება. შეხვედრის ბედი მეხუთე სეტის ტაიბრეიკზე გადაწყდა – 3-6, 7-5, 3-6, 7-5, 7-6 (10-4). რაფაელ ნადალს ორი ნაბიჯიღა დარჩა ამ სეზონში დიდი სლემის მესამე ტიტულის მოპოვებამდე.

ნადალს ფრიცის დასამარცხებლად ოთხი საათი და 20 წუთი დასჭირდა. მუცლის პრესის ტკივილის გამო, მან შუა შეხვედრისას, თამაშის შეწყვეტაც კი დააპირა. მაგრამ ტკივილს აჯობა, კორტზე დაბრუნდა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. მისი მომდევნო მეტოქე კი სკანდალური ავსტრალიელი ნიკ კირგიოსია.

ფრიცმა ნადალს ინდიან ველსის ფინალში მოუგო და ესპანელის 20-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ამჯერად თამაში ნადალის უპირატესობით დაიწყო – ესპანელმა მალევე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. მაგრამ როცა ფრიცი 1-3, 0-30 აგებდა, სწორედ აქედან დაიწყო შემობრუნება – მან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და სეტიც ტავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტის წინ, ნადალს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რა დროსაც, მამამ დაჟინებით ურჩია თამაში შეეწყვიტა. მაგრამ უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა გაგრძელება გადაწყვიტა. მეორე სეტის მე-12 გეიმში მან ბრეიკი აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მუცლის პრესმა კვალი მეოთხე სეტშიც დატოვა, მაგრამ აქაც არ დანებდა ელ მატადორი და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც!

ნახევარფინალში ნადალი ნიკ კირიოსს შეხვდება და ეს მატჩი ხვალ გაიმართება

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვლადიმირ ვაისი: დინამომ ძალიან გამართული ფეხბურთი ითამაშა

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა შოტლანდია გადათელეს