in ,

ვლადიმირ ვაისი: დინამომ ძალიან გამართული ფეხბურთი ითამაშა


ბათუმის “დინამოსთან” ნამატჩევს (0:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე “სლოვანის” მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

რას ვიტყვი სეზონის პირველი შეხვედრის შესახებ?– იმედგამაცრუებელია. ყველაფერი, რასაც ველოდით, ზუსტად დადასტურდა. ისინი სწრაფები იყვნენ და ტაქტიკურად შესანიშნავად მომზადებულები. ფეხბურთში გადამწყვეტი სისწრაფე და ფიზიკური მომზადებაა, ამაში მეტოქემ გვაჯობა.

ქართველებს
აქვთ კლასი. კარგად თამაშობენ, ეს ბათუმის “დინამო” იქნება თუ ნაკრები. იქ ფეხბურთელები იმდენს არ გამოიმუშავებენ, როგორც აქ. ბიჭებს თავის წარმოჩენა უნდოდათ.


როგორ გავტეხოთ ქართველები?– უკეთ თამაშის საშუალება მუდამ არსებობს. აუცილებელია თავის უკეთესად დაცვა. ბათუმში 20 ათასი მაგარი გულშემატკივარი დაგვხვდება. მადლობა მინდა იმათ გადავუხადო, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა. ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, რომ ბოდიშის მოსახდელად მქონდეს საქმე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გამარჯვების ტოლფასი ფრე! კაცნაკლულმა ბათუმის დინამომ სლოვაკეთიდან 0:0 წამოიღო

vamos რაფა- ნადალმა საკუთარ თავს აჯობა!