in ,

გამარჯვების ტოლფასი ფრე! კაცნაკლულმა ბათუმის დინამომ სლოვაკეთიდან 0:0 წამოიღო


ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სადებიუტო შეხვედრა გამართა ბათუმის „დინამომ“. ზღვისპირული გუნდის მოწინააღმდეგე, სლოვაკეთის ჩემპიონი, გასულ სეზონში კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე და არაერთი სახელოვანი ქართველი ფეხბურთელით დაკომპლექტებული „სლოვანი“ იყო და, რაოდენ სასიხარულოა, რომ კაცნაკლულმა ბათუმელებმა მატჩი გოლგაუშვებლად ჩაამთავრეს.


შეხვედრის 41-ე წუთზე მსაჯმა მამუკა კობახიძე გააძევა მოედნიდან, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ცენტრალური მცველის გაძევების მიუხედავად ბათუმელებმა მეტოქეს ტოლია არაფერში დაუდეს. ორივე გუნდს 5-5 ზუსტი დარტყმა და 11-11 მცდელობა ჰქონდა. ბურთის ფლობის მხრივაც, თითქმის პარიტეტი 51:49 მასპინძელთა სასარგებლოდ.


მოკლედ, გია გეგუჩაძის გუნდმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩი ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი 58-ე წუთზე ჩაერთო.


საპასუხო მატჩი 1 კვირაში, აჭარის დედაქალაქში გაიმართება, სადაც „დინამოს“ 25000 გულანთებული გულშემატკივარი გაამხნევებს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიმ კვარაცხელია წარადგინა. როგორც რომანო იტყოდა: HERE WE GOOO!!!

ვლადიმირ ვაისი: დინამომ ძალიან გამართული ფეხბურთი ითამაშა