in

ეს სწორედ ის კვარაა… როგორ შეაფასეს ხვიჩა და რას მიაჩვია მან ხალხი

სერია ა-ს 32-ე ტურში „ნაპოლიმ“ ჩემპიონობა გადადო, შინ „სალერნიტანას“ ვერ მოუგო – 1:1. ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო, ბოლოს ორი მომენტიც ჰქონდა.
იტალიურმა მედიამ მისი თამაში საშუალოდ შეაფასა:

Areanapoli – 6 ქულა:
„ბევრს ცდილობს, თუმცა ბოლო პერიოდში იღბალი მის მხარეს არ არის. რამდენიმე კვირის წინ მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა“.

Eurosport – 5.5 ქულა:
„გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო, მეორე მომენტში კი
ოჩოამ აჯობა. მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო“.

Tuttonapoli – 6.5 ქულა:
„მუდამ შეტევების ეპიცენტრშია, ბევრს მოძრაობს და თანაგუნდელებს ეხმარება, თუმცა ბოლო მომენტში შეტევის დაგვირგვინება უჭირს. მეორე ტაიმში უფრო სახიფათო იყო“.

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა.
„გუნდის მთავარი ვარსკვლავია, მუდამ მოძრაობს, გოლის გატანასთანაც ახლოს იყო“.

გარდა ამისა, ჩვენიანი ზოგიერთმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა. კვარას Spazio Napoli-ს ჟურნალისტი ჯუზეპე ესპოზიტო გამოექომაგა:

„სალერნიტანასთან“ მწარე საშინაო ფრის შემდეგ, მეორე ტაიმში გამოუყენებელი ორი ხელსაყრელი მომენტის გამო ბევრმა თითი ქართველისკენ გაიშვირა.

ალბათ, ეს ის კვარა არაა, რომელიც სეზონის დასაწყისში ყველა გუნდს არაორდინარული ბრწყინვალებითა და არანორმალური სწრაფი მოძრაობებით უტევდა. ამ ეტაპზე მისი რეალიზაციის პროცენტიც დაქვეითდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიტიკას იმსახურებს.

ეს სწორედ ის ხვიჩაა, რომელმაც „ატალანტას“ მთელი დაცვა მოატყუა და ბურთი ცხრიანში გაგზავნა – გოლი, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება. ეს სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც „მარადონაზე“ უცნობი მოვიდა და „მონცასთან“ დუბლით თავი წარმოაჩინა. ის იგივეა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე კაპიტან დი ლორენცოს ქუსლით საოცნებო საგოლე გადაცემა გაუკეთა.

სეზონის დასაწყისში არავინ ელოდა ასეთ სტარტს მოთამაშისგან, რომელიც გასულ წელს საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობდა. ციფრები თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. მან გულშემატკივრები კოსმიურ დონეს მიაჩვია და ახლა, როდესაც დამქანცავი სეზონის დასასრულს ბუნებრივი ფიზიკური ჩავარდნა აქვს, კრიზისზე ლაპარაკი მართებული არ არის.

ის ამ „ნაპოლის“ ერთ-ერთი გმირია, რომელიც ქალაქს 33-წლიანი მოლოდინის შემდეგ ბოლოს და ბოლოს უდიდეს სიხარულს მოუტანს და რაც უნდა მოხდეს, კვარაცხელია სამართლიანად შევა ამ გუნდის ისტორიაში“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სლოვანმა თასი ბოლოსკენ წააგო: მიქაუტაძე საუკეთესოა – ლეგიონერები

ფანმა სოცქსელში ვარსკვლავების მაგარი მურალები შეკრიბა: რა ლეგენდები