სიერა ლეონეს მე-2 დივიზიონში მომხდარმა ამბავმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
როგორი ამბავია? – “კაჰუნლა რეინჯერსმა” “ლუმბებუ იუნაიტედი” 95-0 დაამარცხა, ხოლო მეორე მატჩში “გალფმა” “კოკიმა ლიბანს” 91-1 სძლია.
საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის ანგარიშები, შესაბამისად, 2:0 და 7:1 გახლდათ! და ამ დაპირისპირებებში დანარჩენი გოლები მეორე ტაიმში გავიდა.
აქვე კიდევ ერთი საინტერესო გარემოება… ჩვენ მიერ ნახსენები მეორე მატჩის არბიტრმა მე-2 ნახევარში მსაჯობაზე უარი თქვა და ის შეცვალეს.
ამ შეხვედრების შედეგები უკვე გაუქმებულია. სიერა ლეონეს ფეხბურთის ასოციაციამ ადგილობრივი ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ამ ორ მატჩზე
გამოძიება დაიწყო.
GIPHY App Key not set. Please check settings