in

იუვემ დი მარია წარადგინა, იბრა კიდევ ერთი წლით მილანში. დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები


ტურინის „იუვენტუსმა“ ანხელ დი მარია წარადგინა. 32 წლის არგენტინელი ბებერ ქალბატონს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.


ზლატან იბრაჰიმოვიჩი კიდევ ერთი წელი „მილანში“ დარჩება. 40 წლის შვედს ტრავმის გამო მინიმუმ 6 თვის გამოტოვება მოუწევს და ხელფასის 30% იან შემცირებაზე დათანხმდა.


სტივენ ბერგვაინი „აიაქსის“ მოთამაშეა. ნიდერლანდულ გუნდსა და „ტოტენჰემს“ შორის 30 მილიონიანი გარიგება დაიდო და 24 წლის ნიდერლანდელი ამსტერდამულ გუნდში გადაბარგდა. პირადი დეტალები შეთანხმებულია, ხოლო სამედიცინო შემოწმება ამ კვირაში ჩაინიშნება.


ანდრეას პერეირა „ფულემის“ მოთამაშე გახდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეს წითლებთან კონტრაქტი ამოეწურა და ლონდონურ გუნდში 2026 წლამდე დარჩება.


„ბარსელონამ“ დაადასტურა, რომ გავი 100% ით გუნდში რჩება: „ის 100%-ით დარჩება. შეთანხმება მიღწეულია“.


„ბარსელონა“ დე იონგის გაშვებას არ აპირებს. კლუბის პრეზიდენტმა ბართომეუმ განაცხადა, რომ 25 წლის ნიდერლანდელის თაობაზე არაერთი შეთავაზება მიიღო, მაგრამ პრიორიტეტი მისი შენარჩუნებაა.


„ლიდს იუნაიტედმა“ ტაილერ ადამსი გაიფორმა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ადამსმა სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა. „ლაიფციგი“ მის სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქას მიიღებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორ გეკადრებათ, ჩვენ და გარიგებული მატჩები?

ნაპოლიმ კვარაცხელია წარადგინა. როგორც რომანო იტყოდა: HERE WE GOOO!!!