ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გრაცის „შტურმს“ ვენის „აუსტრიასთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:2.
27-ე ტურის შეხვედრაში ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრა „აუსტრიამ“ უკეთ დაიწყო და მე-10 წუთზე ტაბაკოვიჩის გოლით დაწინაურდა. მართალია, „შტურმის“ თავდამსხმელმა, სარკარიამ (23-ე წუთზე) წიანსწორობა აღადგინა, მაგრამ 39-ე წუთზე ტაბაკოვიჩმა დუბლი შეასრულა და ვენის გუნდმა ტაიმი 2:1 მოიგო.
გადამწყვეტი გამოდგა მეო-2 ტაიმის 2წუთიანი ,ონაკვეთი, როდესაც ანგარიშში ჩამორჩენილმა „შტურმმა“ გარდატეხა შეიტანა: 62-ე წუთზე კიტეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა (2:2), ხოლო ერთ წუთში სარკარიამ დუბლი შეასრულა და „შტურმი“ დააწინაურა.
„შტურმი“ 33 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგთან“ სხვაობა შეამცირა(35), თუმცა ზალცბურგელებს ტურის მატჩი ჯერ სათამაშო აქვთ.
GIPHY App Key not set. Please check settings