in

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქრო მოიგო

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

რეიტინგიდან გამომდინარე, იგი მოხმალავეთა B კატეგორიის ჯგუფური ეტაპიდან თავისუფალი იყო. პლეი ოფში ზედიზედ სძლია ოთხ მეტოქეს.

ხეცურიანი ტურნირის ფინალში ტაილანდელ საისუნ იანას დაუპირისპირდა და 15:12 დაამარცხდა.

შეგახსენებთ, მაღალი სინჯის მედლებისთვის ბრძოლას ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გააგრძელებენ.

A კატეგორიის პარამოხმალავეთა ტურნირში ორი ქართველი ცდიდა ძალებს. ტოკიოს პარალიმპური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ნინა თიბილაშვილი კვალიფიკაციიდან თავისუფალი იყო, გვანცა ზადიშვილმა კი ჯგუფში ექვს მოფარიკავეს აჯობა, პლეი ოფში კი ორივე ჩვენებურმა მხოლოდ თითო მეტოქე ჩამოიშორა გზიდან და კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდნენ.

მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების წევრები – ხეცურიანი, თიბილაშვილი და ზადიშვილი მედლებისთვის რაპირით იასპარეზებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა კიდევ ერთ სიმბოლურში

ნაპოლის ამბები: როგორ გავაჩეროთ ხვიჩა და ვინ ტოვებს ნეაპოლს