ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში რომ მოხვდა, უკვე ვწერდით. ქართველი თავდამსხმელი კიდევ ერთმა ცნობილმა პორტალმა გამოარჩია და ჩვენიანი საუკეთესო თერთმეტეულში დაასახელა.
Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 8.2 ქულით შეაფასა და რაფაელ ლეაოზე წინ დააყენა, რომელმაც პრინციპში გადაწყვიტა კიდეც „ნაპოლი“-„მილანის“ შეხვედრის ბედი.
საკვანძო ეპიზოდში გაფუჭებულ პენალტს ხელი არ შეუშლია კვარა რომ სიმბოლურში მოხვედრილიყო იმდენად აქტიური იყო და დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.
მეკარე: მენიო (მილანი)
მცველები: კალაბრია (მილანი), მილიტაო (რეალი), სილვა (ბენფიკა), გრიმალდო (ბენფიკა)
ნახევარმცველები: როდრიგო (რეალი), ვალვერდე (რეალი), ბარელა (ინტერი), კვარაცხელია (ნაპოლი)
თავდამსხმელები: მარტინესი (ინტერი), ოსიმენი (ნაპოლი)
GIPHY App Key not set. Please check settings