in

ქართველი მარგალიტის თამაში შთამბეჭდავია და ზაფხულში ბევრი გუნდი დაინტერესდება

ფრანგულ გამოცემა Maxifoot-ში საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდაამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზე გამოქვეყნებულ სტატიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ 22 წლის ქართველი „მარგალიტი“ (ასე მონათლა ავტორმა) ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი საინტერესო ფიგურა იქნება.

„ლიგა 1-ში დაწინაურებისთვის ბრძოლაში „მეცს“ შეუძლია გიორგი მიქაუტაძის კარგი თამაშის იმედი ჰქონდეს. ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირმა, ქართველმა თავდამსხმელმა უკვე ყველა აალაპარაკა.

„მეცის“ ახალი მარგალიტისთვის, მიქაუტაძისთვის ლიგა 1-ში გატარებული წუთების რაოდენობა (22) საკმარისი არ იყო ნიჭის სრულად წარმოსაჩენად. „მეცში“ დასამკვიდრებლად ბელგიურ „სერენში“ იჯარით ორი სეზონის გატარება დასჭირდა. ბელგიაში 57 თამაში გატანილი 38 გოლის და ოთხი საგოლე გადაცემის შემდეგ „მეცში“ გაბრწყინების დრო დადგა. ლასლო ბოლონის მიერ სასტარტო შემადგენლობაში დაწინაურებულმა ქართველმა თავდამსხმელმა სწრაფად მოიპოვა რუმინელი მწვრთნელის ნდობა, ლიგა 2-ის პირველ ექვს მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ის საუკეთესო ბომბარდირია 17 გოლით და ჟან-ფილიპ კრასოს (16) უსწრებს. „მეცი“ მესამე ადგილზეა, ქულით ჩამორჩება „ბორდოს“ და ზედიზედ 18 თამაში წაუგებელია. უპირველეს ყოვლისა, მისმა გამოსვლებმა მისცა საშუალება „მეცს“, დაბრუნებულიყო გადასვლისთვის მებრძოლ გუნდებში. საერთო ჯამში, მიქაუტაძის გოლებმა კლუბს 34 ქულა შემატა!

მიქაუტაძე ლიონის „ოლიმპიკში“ ვარჯიშობდა, მისი სიმაღლე (1.76 მ) არც ისეთი პრობლემურია. ახალგაზრდა თავდამსხმელი თავს კომფორტულად გრძნობს მარცხენა ფლანგიდან შეტევისას და მერე დასარტყმელ პოზიციაზე გადის. ძლიერი დარტყმის მქონე ქართველი ბრძოლას არ ერიდება და გარემარბის პოზიციდანაც უტევს, რათა მცველები მწყობრიდან გამოიყვანოს.

მიქაუტაძის თამაშის ასახსნელად „ბორდოსთან“ (3:0) ბოლო მატჩი გამოდგება. შესვენებამდე სახიფათო დრიბლინგით ხუთ მოთამაშეს შორის გაძვრა, რომელიც კინაღამ აბლი იალოუს გოლით დამთავრდა. მიქაუტაძემ გამოიწვია „ბორდოს“ მეკარე გაეტან პუსინის გაძევება, შესვენების შემდეგ კი დუბლი შეასრულა – ჯერ სუსტი და ზუსტი დარტყმით, შემდეგ კი ოთხი მოწინააღმდეგეს შორის გაძვრა და მახვილი კუთხიდან გაიტანა.

მიქაუტაძე, რომელიც მიმდინარე სეზონის ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშედ მარტში დასახელდა, ოცნებობს „მეცის“ ლიგა 1-ში დაბრუნებაზე. მისი ამჟამინდელი თამაშები ნებისმიერ შემთხვევაში საკმარისად შთამბეჭდავია, რათა იმედი ჩაუნერგოს „მეცის“ გულშემატკივრებს. ძნელი სათქმელია, მიაღწევს თუ არა გუნდი მიზანს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბევრი გუნდი იქნება დაინტერესებული სატრანსფერო სეზონში ექვს მილიონ ევროდ შეფასებული ქართველი თავდამსხმელით, რომელსაც კონტრაქტი სამი წლის შემდეგ უმთავრდება.

ეს შეფასება შეიძლება გაიზარდოს, განსაკუთრებით საქართველოს ნაკრებში გამოსვლის წყალობით, სადაც მას ამჟამად „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩრდილავს. მარტის ბოლოს ნორვეგიის ნაკრებს (1:1) გაუტანა და თანდათან მოიპოვა ვილი სანიოლის ნდობა, რომელიც იმედოვნებს, რომ მისი გუნდი პირველად დაძლევს ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპს. ამისთვის მოუწევს კიდევ ერთხელ გაიბრწყინოს ჯგუფში ერლინგ ჰალანდის ან თუნდაც ესპანეთისა და შოტლანდიის წინააღმდეგ. კიდევ ერთი საინტერესო გამოწვევა მოთამაშისთვის, რომელმაც უკვე ხმაური გამოიწვია“, – წერს Maxifoot.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფროსინონე სერია A-ში გადადის და გაძლიერებას კვერნაძით იწყებს

ხვიჩა კიდევ ერთ სიმბოლურში