in

გიორგი, საქართველო! მარტის საუკეთესო მოთამაშეა! მიქაუტაძე მეორედ გახდა თვის ფეხბურთელი

გიორგი მიქაუტაძის აღიარება გრძელდება. „მეცის“ ქართველი თავდამხმელი მარტის საუკეთეო მოთამაშე გახდა.

UNFP საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელების პროფესიული გაერთიანებაა და თვის ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა მან ჩაატარა.

შედეგები შეჯამდა და გამოვიდა, რომ ლიგა 2-ის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა „მეცის“ ფორვარდი დაასახელეს.

მიქაუტაძის აღიარებას ლიგა 2-ის ოფიციალური „ტვიტერიც“ გამოეხმაურა:
„გიორგი, საქართველო! ქართველი მიქაუტაძე, მარტში 3 გოლის და 2 საგოლე პასის ავტორი, ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეა“.

მიქაუტაძემ სეზონში 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

22 წლის ფეხბურთელი საუკეთესოდ აგვისტოშიც დაასახელეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბოლო იმედი წაართვა… რა წერს პრესა ხვიჩაზე

რეკორდსმენი რეალი ინგლისელების რისხვაა, ანჩელოტი გვარდიოლა გახდა