in

ხვიჩას ბოდიში და მადლობა: რთულია, როდესაც თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს

დიდი მოლოდინისა და იმედის მიუხედავად, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. ის ამ ტურნირზე ბევრად გამოცდილმა „მილანმა“ გააგდო. ნეაპოლელებმა შინ ვერ მოუგეს „როსონერის“ (1:1). ბოლო შანსი მე-80 წუთზე გაჩნდა, როდესაც 0:1-ზე მასპინძლებმა პენალტი მოიპოვეს, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა კვარაცხელიამ ვერ გაიტანა. ბუნებრივია, ქართველმა ფეხბურთელმა ეს თავადაც ძალიან განიცადა:

ჩვენიანმა პოსტი დადო ინსტაგრამზე და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა:

„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები, დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.

ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!“

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ ვერ მოიგო ნაპოლიმ: მილანი ახალი მიზნებისთვის მზადაა

ბოლო იმედი წაართვა… რა წერს პრესა ხვიჩაზე