იტალიის სერა A-ს 26-e ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” “ტრენტინოს” უმასპინძლა და 96:80 დაამარცხა.
ბოლონიელებმა პირველივე პერიოდში გააკეთეს განაცხადი გამარჯვებაზე, როცა ათწუთეული 23:11 მოიგეს. შენგელიამ 26 წუთში 12 ქულა, 9 პასი და 4 მოხსნა დააგროვა. მან პერიმეტრიდან 3-ჯერ ისროლა და ბურთი კალათში 2-ჯერ მოათავსა, ორქულიანი კი 3-დან 1 ჩააგდო. თორნიკე საჯარიმოს ხაზთან 5-ჯერ დადგა და 4-ჯერ ზუსტი იყო.
აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელი მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა, მაგრამ ბურთი 3-ჯერ დაკარგა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი ორივე გუნდის შემადგენლობაში მე-2 საუკეთესო იყო – +26.
ვირტუსს 26 ტურის შემდეგ 20 მოგება და 6 მარცხი აქვს. შენგელიას გუნდი 40 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. შემდეგ მატჩს ბოლონიელები 19 აპრილს სკაფატის წინააღმდეგ გამართავენ.
GIPHY App Key not set. Please check settings