in

გიორგი მარგალიტაძე: სამხრეთ ამერიკული გუნდები სწრაფ, დინამიურ რაგბის თამაშობენ და ეს ჩვენთვის განსხვავებული გამოცდილებაა

2023 წელი ქართული რაგბისთვის ახალი გამოწვევების წელი უნდა იყოს. ყოველშემთხვეაში რაგბის გულშემატკივრებს ამის დიდი იმედი გვაქვს და ამ იმედებს ზურგს გასულ წელს ნაჩვენები საოცარი შედეგი გვიმაგრებს. “ბორჯღალოსნებმა” 2022 წელს TIER 1-ის ორი გუნდი (იტალია და უელსი) დაამარცხეს. ასევე, პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა ზედიზედ მეორედ მოიგო რაგბი ევროპის სუპერთასი, რომლის ფინალშიც ისრაელის “თელავივ ჰითი” დაამარცხა.

“შავი ლომი” ამჟამად სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე იმყოფება, სადაც სამხრეთ ამერიკის სუპერლიგის გუნდებს კონკურსს გარეშე ეთამაშება. ლევან მაისაშვილის გუნდმა ტურნეზე ორი მატჩი გამართა და ორივე მოიგო-“დოგოს XV”-თან და “სელკნამთან”.

Sport4me.ge “შავი ლომის” ჰავბეკს გიორგი მარგალიტაძეს დაუკავშირდა და მასთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა.

სელკნამთან მატჩი

საკმაოდ რთული და დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ფაქტობრივად ჩილეს ნაკრებს ვეთამაშებოდით. ჩილეს ნაკრები საკმაოდ კარგი გუნდია, რომელმაც წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მოახერხა და ჩვენთვის გამოწვევა იყო მათ წინააღმდეგ თამაში.

სამხრეთ ამერიკული ტურნე

მსგავსი გუნდების წინააღმდეგ თამაში ქართული რაგბის წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი სწრაფ, დინამიურ რაგბის გვთავაზობენ და მათ წინააღმდეგ თამაშით ჩვენც ბევრს ვსწავლობთ. ჩვენს ფიზიკურობას, რომელშიც ქართული რაგბი გამორჩეულია, ისინი დინამიურობას უპირისპირებენ. აქ ტემპი მაღალია და ეს ახალ გამოცდილებას გვმატებს.

საქართველოს ნაკრებში თამაში

საქართველოს ნაკრების კვართით თამაში ჩემი მთავარი ოცნებაა. რაც, რაგბის თამაში დავიწყე, მას შემდეგ ესაა ჩემი მთავარი მიზანი. ნაკრების კვართით თამაში უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ყველაფერს გავაკეთებ, მაქსიმალურად ვიშრომებ და თავს არ დავზოგავ, რომ ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე ვიყო.

“შავი ლომი” სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე მომდევნო შეხვედრას 22 აპრილს არგენტინული “პამპასის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა ევროპის დონის მეპასეა: ხვიჩაზე წინ მარტო მესი და დე ბრუინი არიან

შენგელიას 12 ქულა, 9 მოხსნა და ვირტუსის გამარჯვება