ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის შეხვედრა გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ბეტისთან“ დამარცხდა. ძირითადი დრო ფრედ 66:66 დასრულდა, დამატებით დროში კი მასპინძლებმა უფრო იყოჩაღეს – 80:76.
ქართველმა ცენტრმა 22 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე 12 ქულა და 5 მოხსნაა.
ამავე ტურში რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსიამ“ დაძაბულ ბრძოლაში 79:81 წააგო „ობრადოიროსთან“. ანდრონიაკშვილმა 9 წუთში 2 ქულა და 3 შედეგიანი პასი მოაგროვა, მაკფადენის ანგარიშზე 11 ქულა, 2 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემაა.
„ტენერიფე“ 26 ქულით მე-4 ადგილზეა, „მურსია“ 20 ქულით მე-13-ზე.
GIPHY App Key not set. Please check settings