ლეო მესიმ კრიშტიანო რონალდოს გაასწრო ევროპულ კლუბებში გატანილი გოლებით.
პსჟ-ს თავდამსხმელმა ლიგა 1-ის 30-ე ტურში „ნიცას“ გაუტანა.
ეს არის არგენტინელის 702-ე გოლი ოფიციალურ შეხვედრებში ევროპული კლუბების მაისურით. „ბარსელონაში“ მესიმ 672 გოლი გაიტანა, ხოლო პსჟ-ში – 30.
რონალდოს ანგარიშზე 701 გოლია: „სპორტინგი“ – 5; „მანჩესტერი“ – 145; „რეალი“ – 450; „იუვენტუსი“ – 101.
ტოპ 5 ჩემპიონატების ფარგლებში კრიშტიანოს 495 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ის ლეოს 1 გოლით უსწრებს. გასაგებია, რომ მესი მალე აქაც გადაასწრებს.
ბარემ ვთქვათ ისიც, რომ მესი ტოპ ლიგებში ასისტენტობის მხრივაც ლიდერია. მან „ნიცასთან“ კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა (სერხიო რამოსს გაატანინა). ახლა ლეოს 14 შედეგიანი პასი აქვს ამ სეზონში და ის პირველ ადგილს იყოფს „სიტის“ კევინ დე ბრუინთან ერთად.
GIPHY App Key not set. Please check settings