in

იქნებ ლოჩოშვილმა იმედი დაუბრუნა: ქართველმა მცველმა პირველი გოლი გაიტანა

იტალიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა. მისმა „კრემონეზემ“ კი სტუმრად მოიგო და ამაში სწორედ ქართველის წვლილიცაა. ბოლო ადგილზე მყოფი და განწირული კრემონელები ასევე გასავარდნად გამზადებულ „სამპდორიას“ შეხვდნენ და მოუგეს – 3:2. თანაც მასპინძლები წინ იყვნენ და სტუმრებს მატჩის ბოლოს მოულოდნელი ქამბექი დასჭირდათ.

ლოჩოშვილი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

85-ე წუთამდე გენუელები 2:1-ს იგებდნენ, როდესაც შეტევაში ჩართულმა ქართველმა მცველმა შესანიშნავი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. სტუმრებმა გამარჯვების გოლი 90+5-ე წუთზე გაიტანეს და იქნებ მცირე შანსი და იმედი გაიჩინეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დაცვაში ჩვენიანი რამდენჯერმე შეცდა, მათ შორის გაშვებული გოლის დროს.

იტალიური მედია ქართველ ფეხბურთელს აქებს.

Cremonasport – 6.5 ქულა:
„მართალია, გაშვებულ გოლებში წვლილი მიუძღვის, თუმცა მისმა გოლმა მატჩის ბედი შეცვალა“.

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა:
„დაცვაში რამდენჯერმე შეცდა, თუმცა მისმა გოლმა კრემონელებს იმედი დაუბრუნა, შეტევაში ეფექტურად ითამაშა“.

Calciomercato – 6.5 ქულა:
„გაშვებულ გოლში ბრალი მიუძღვის, თუმცა შეცდომა გოლით გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა“.

ამ გამარჯვების შემდეგ „კრემონეზემ“ ბოლო ადგილი გაუცვალა „სამპდორიას“. ახლა ლუკას გუნდს 16 ქულა აქვს და სამშვიდობოს მთელი 10 ქულა აშორებს. მომდევნო შეხვედრა „კრემონეზეს“ შინ აქვს, 14 აპრილს „ემპოლისთან“.

GENOVA – 08/04/23 – SERIE A – SAMPDORIA-CREMONESE – FOTO DOLCI/KULTA

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამუკელაშვილმა 26 წუთში 16 ქულა ჩააგდო

ზურიკოს ბორდომ მოიგო და მიქაუტაძის მეცს გაასწრო: შემდეგი ქართველების დუელია