in

ლოჩოშვილი წაგებულზე შეუშვეს: ლუკა 19 წლის შემდეგ კალაძის მერე პირველია

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ფიორენტინას“ საკუთარ სტადიონზე შეხვდა, 0:2 დამარცხდა და ფინალში გასვლა ძალიან ბუნდოვანი გახადა.

„კრემონეზეს“ მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ ისარგებლა. „ფიორენტინამ“ კი 75-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თან მასპინძლებს კაცი გაუგდეს, ხოლო სტუმრებმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულეს.

ამის შემდეგ გამოჩნდა მოედანზე ლუკა ლოჩოშვილი, 76-ე წუთზე.
ის 19-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც იტალიის თასის ამ ეტაპზე ითამაშა. 2004 წელს კახა კალაძის „მილანმა“ „ლაციომ“ დაამარცხა.

„ფიორენტინასა“ და „კრემონეზეს“ საპასუხო დაპირისპირება 27 აპრილს ფლორენციაში ჩატარდება.

კრემონეზე – ფიორენტინა 0:2
გოლები: 0:1 არტური (20), 0:2 გონსალესი (75, პენ)
გაძევება: აივუ (73, კრემონეზე)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესამე ვეღარ: დინამომ ხორვატებთან წააგო

მამარდაშვილის წაყვანის ფავორიტია – ლესტერი